ტექსტის ფორმატი

 

                  საზღვაო აკადემიის მოთხოვნები ნაშრომის წარდგენის ფორმატთან დაკავშირებით

 

  • ფურცლის ზომა: A4;
  • შრიფტი (ფონტი): Sylfaen
  • მინდორი (დაშორება ფურცლის კიდეებიდან): მარცხნიდან - 2.5 სმ; მარჯვნიდან, ზევიდან და ქვევიდან - 2 სმ;

 

ნაშრომის ზოგადი სტრუქტურა 

  • ნაშრომის თავფურცელი აბსტრაქტით (Abstract);
  • ნაშრომის სრული ვერსიის ტექსტი (Research paper);
  • დასკვნა, კვლევის შედეგები (Conclusions, Results of research);
  • გამოყენებული ლიტერატურა (References).

 

ნაშრომის თავფურცელი აბსტრაქტით

  • ნაშრომის სათაური ქართულ და ინგლისურ ენაზე: 14 pt, გამუქებული, სწორი, ცენტრირებული;

სათაური უნდა იყოს მოკლე და ინფორმატიული, უნდა შეესაბამებოდეს ნაშრომში წარმოდგენილ შედეგებს. სასურველია, სათაური არ შეიცავდეს 10-ზე მეტ სიტყვას. სათაურში არ არის სასურველი საკუთარი სახელების, სავაჭრო ნიშნების ან ბრენდების დასახელებების გამოყენება, ასევე შემფასებელი ტერმინოლოგიის გამოყენება (მაგალითად: ზუსტი; მნიშვნელოვანი; კარგი და ა.შ.),

  • ნაშრომის ავტორ(ებ)ი: სახელი, გვარი: 11 pt, გამუქებული, სწორი, ცენტრირებული;

ნაშრომის ავტორების გვარი სახელი უნდა დაიწეროს ერთ ხაზზე, ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს მძიმით, პირველად უნდა დაიწეროს პრეზენტატორი (პასუხისმგებელი) ავტორის გვარი სახელი.

სტუდენტის მიერ შესრულებულ ნაშრომზე სასურველია ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების აღნიშნვა. ასევე, მეცნიერ ხელმძღვანელის გვარი სახელის დაწერა.

  • ავტორ(ებ)ის საკონტაქტო რეკვიზიტები: 10 pt, სწორი, ცენტრირებული;

უნდა დაიწეროს ავტორ(ებ)ის აფილირების დაწესებულების დასახელება, აფილირების დაწესებულების მისამართი, პასუხისმგებელი ავტორის E-mail;

  • აბსტრაქტის ტექსტი (ქართულად და ინგლისურად), არაუმეტეს 200 სიტყვა: 11 pt, სწორი;

აბსტრაქტი წარმოადგენს ნაშრომის მოკლედ  გადმოცემულ შინაარსს (სასურველია ერთ აბზაცში), სადაც მკაფიოდ და ლაკონურად იქნება ჩამოყალიბებული ნაშრომის აქტუალობა, მიზანი და ამოცანები, კვლევაში გამოყენებული მეთოდ(ებ)ი და მთავარი შედეგები.

აბსტრაქტში არ არის სასურველი ციტირების გამოყენება.

  • საკვანძო სიტყვები (Keywords), 3-5 სიტყვა: 11 pt, სწორი;

აბსტრაქტის ქვემოთ უნდა ჩამოიწეროს საკვანძო სიტყვები, რომელიც უნდა გამოხატავდეს ნაშრომის ძირითად შინაარსს, ნაშრომში წარმოდგენილ მთავარ კონცეფციას. საკვანძო სიტყვები აადვილებს ნაშრომის ვებ-მოძიებას და შესაბამისად ხელს უწყობს ნაშრომის ციტირების მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

 

ნაშრომის სრული ტექსტი

  • ნაშრომის სრული ტექსტი ძირითადი ტექსტი: ფურცლის შუაში, შრიფტი: 12 pt, სწორი;
  • დაშორება სტრიქონებს შორის: 1 ½;
  • აბზაცი: პირველი ხაზი, 1.27 სმ;
  • აბზაცებს შორის დაშორება: 6 pt;
  • მათემატიკური ფორმულები: MS Equation 3.0-ის რედაქტორში, ცენტრირებული, თანმიმდევრულად დანომრილი ფორმულის მარჯვენა მხრიდან;
  • ნახაზები/დიაგრამები/ცხრილები/ილუსტრაციები: ფორმატი TIFF 300 dpi, დასახელება 10 pt, ცენტრირებული, დანომრილი;
  • ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს გვერდების ნუმერაციის გარეშე.

 

გამოყენებული ლიტერატურა  და ციტირების წესი

  • ტექსტში გამოყენებული წყაროების (სათანადო წესით შედგენილი) ჩამონათვალი უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს და უნდა დაინომროს ტექსტში გამოყენების/მოხსენიების თანმიმდევრობით:
  • წიგნის შემთხვევაში: ავტორ(ებ)ის გვარი და სახელის ინიციალ(ებ)ი, წიგნის დასახელება, ნაწილის/ტომის ნომერი, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, გვერდების რაოდენობა;
  • სამეცნიერო პერიოდიკის/საკონფერენციო ნაშრომთა კრებულის შემთხვევაში: ნაშრომის ავტორ(ებ)ის გვარი და სახელის ინიციალ(ებ)ი, ნაშრომის სათაური, პერიოდიკის/კრებულის დასახელება, ნაწილის/ტომის ნომერი, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, ნაშრომის დაწყების-დასრულების გვერდის ნომერი;
  • ინტერნეტის გამოყენებით მოპოვებული წყაროს შემთხვევაში: სტატიის/რესურსის ავტორ(ებ)ის გვარი და სახელის ინიციალ(ებ)ი, სტატიის სათაური, ინტერნეტ-გვერდის ელექტრონული მისამართი, ბოლო განახლების თარიღი;
  • უცხოური წყაროები უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე;
  • დასკვნაში ლიტერატურის მითითება არ არის სასურველი.

 

ციტირების წესი:

საქართველოს საზღვაო სამეცნიერო ჟურნალი იყენებს IEEE ციტირების სტილს.

  • შიდატექსტური მითითება: ტექსტში ციტირებისას (როცა ციტირებული ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი) ციტირებული ტექსტი უნდა მოთავსდეს ბრჭალებში, ხოლო ციტირების ბოლოს ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს წყაროს ნომერი (კვადრატულ ფრჩხილებში) და ციტირებული ტექსტის გვერდი გამოყენებული ლიტერატურის ნუსხიდან, მაგალითად: [4, გვ.64], ან [6, გვ.89-90].
  • ანალოგიური წესით ხდება ციტირება, როცა ტექსტი პერიფრაზის სახითაა გადმოცემული (ავტორისეული იდეის შეუცვლელად), მაგრამ თუ პერიფრაზი სრულად ფარავს წყაროსეულ ტექსტს და გვერდის მითითება არ არის აუცილებელი, ამ შემთხვევაში საკმარისია მიეთითოს მხოლოდ წყაროს ნომერი კვადრატულ ფრჩხილებში, მაგალითად [3];
  • სქოლიო: ავტორის შენიშვნები და კომენტარები უნდა გაფორმდეს სქოლიოს სახით გვერდის ბოლოში, დაინომროს არაბული რიცხვებით, შრიფტის ზომა 10 pt.

 

ნაშრომის წარდგენის წინამდებარე ფორმატის შედგენის დროს გამოყენებული იქნა საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) მიერ ნაშრომების წარდგენის ფორმატზე დადგენილი მოთხოვნები.

ნაშრომის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული ნაშრომის წარდგენის შაბლონი           

ნაშრომის წარდგენის შაბლონი